anTropogenuri formebi - kaSxali

 

ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც გადატიხრავს მდინარეს (ან სხვა წყალსადინარს) დინების ზემო ნაწილში წყლის დონის ასაწევად და ნაგებობის მდებარეობის ადგილზე წყლის დაწნევის კონცენტრაციისათვის და წყალსაცავის შესაქმნელად. ძველად კაშხალს უმეტესად ირიგაციისათვის აშენებდნენ. კაშხლის მშენებლობის შესახებ ცნობები დაცულია ეგვიპტეში (ძველი წელთაღრიცხვის 4000), ინდოეთში (ძველი წელთაღრიცხვის 4000), ჩინეთში და სხვ. ძველად მას უმთავრესად მიწისგან ან ხისგან აგებდნენ და მცირე სიმაღლე ჰქონდა. კაშხლების მშენებლობა ფართოდ გაიშალა ახალი წელთაღრიცხვის XVI-XVII საუკუნეებში, განსაკუთრებით კი - XIX საუკუნის II ნახევრიდან, როდესაც დაიწყეს ჰიდროელექტროსადგურების აგება.

დანიშნულების მიხედვით არსებობს წყალსაცავის და წყალსაწევი კაშხლები. არის აგრეთვე ყრუ და წყალგადასაშვები კაშხლები. ძირითადი საშენი მასალის მიხედვით კაშხალი შეიძლება იყოს მიწის, ქვის, შერეული, ბეტონის, რკინაბეტონის და სხვ.

მიწის კაშხალი - უძველესია და ყველაზე ფართოდაა გავრცელებული.
ქვის კაშხალი - შენდება ქვის, ღორღის ან კენჭის დაყრით.
შერეული ტიპის კაშხალი - ქვაყრილისა და მიწის ან ქვაყრილისა და ბეტონისაგან შედგება.
ბეტონისა და რკინაბეტონის კაშხალი - თავის მხრივ 3 სახისაა: გრავიტაციული, თაღოვანი და კონტრფორსებიანი.
ხის კაშხალი - ჩვეულებრივ წყალგადასაშვები ხასიათისაა.

ხშირად მდინარეში შენდება მცირე სიმაღლის წყალსაშვებიანი დასაშლელი კაშხლები. ისინი შედგება დაბალი ზღრუბლისაგან და მასზე განლაგებული საყრდენებისა და ბურჯებისაგან.

საქართველოში აღსანიშნავია ენგურის თაღოვანი კაშხალი.